წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო“ „ბრეშასთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩი გამართა. ამჯერად ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე იტალიური „ბრეშა“ იყო, რომელიც „ოლიმპიაკოსთან“ ერთად A ჯგუფის ლიდერია.

დინამოელები შეხვედრას დანაკლისით შეხვდნენ – მაღალი ტემპერატურის გამო თბილისელებს ვერ დაეხმარა ერთ-ერთი ლიდერი ანდრია ბითაძე.

მის არყოფნაში ქართველებმა ღირსეულად იბრძოლეს. მესამე პერიოდის ბოლოს ადეიშვილის გოლის შემდეგ ანგარიშში სხვაობა ოთხამდე შემცირდა, თუმცა მეოთხე პერიოდის წინ „ბრეშამ“ ორმაგი უპირატესობა მაინც მოიპოვა – 14:7.

მეოთხე პერიოდში „დინამომ“ თამაშის შემოტრიალება ვერა, თუმცა გოლების რაოდენობით ორნიშნა რიცხვამდე ასვლა მოახერხა. საბოლოოდ 19:11 იტალიური გუნდის სასარგბლოდ.

მატჩის საუკეთესო წყალბურთელად იტალიელი ედუარდო დი სომა გახდა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა.


დინამო (საქართველო) – ბრეშა (იტალია) 11:19


დინამო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი, იმნაიშვილი (1), გიორგაძე, ელაჩა (3), ვაპენსკივასიჩი, სარიჩი (2), ძიხსიარენკა (1), ადეიშვილი (3), მაგრაქველიძე, ახვლედიანი (1).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ორ რვაგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას ფინალურ რვაეულში განაგრძობს. საყურადღებოა, რომ A ჯგუფიდან გასვლისთვის კლუბებს ტოპ-სამეულში მოხვედრისთვის მოუწევთ ბრძოლა, რადგან ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი უკვე კვალიფიცირებულია – ეს გახლავთ პლეიოფის მასპინძელი „ნოვი ბელგრადი“.