წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - ნახევარფინალი | „ნოვი ბეოგრადმა“ „ბარსელონეტა“ დაამარცხა, „პრო რეკომ“ - „ვულიაგმენი“ #1TVSPORT
წყლაბურთის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს „ნოვი ბეოგრადი“ – „ბარსლონეტა“ და „პრო რეკო“ – „ვულიაგმენი“ დაუპირისპირდნენ.
ტურნირის მასპინძლებმა, სერბებმა ფავორიტ „ბარსელონეტასთან“ შესანიშნავი მატჩი გამართეს და კატალონიური კლუბი პენალტების სერიაში დაამარცხეს – 1:1, 2:4, 4:1, 1:2 (4:2 პენალტების სერია).
წყლაბურთის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „პრო რეკო“ კი ტურნირის აღმოჩენას, ბერძნულ „ვულიაგმენს“ შეხვდა. ბერძნებმა ფავორიტს მატჩის პირველ ნახევარში დიდი ბრძოლა გაუმართეს და იგებდნენ კიდეც, მაგრამ იტალიელებმა თამაშის შემობრუნება მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვება იზეიმეს – 2:3, 3:2, 5:0, 2:3.
ამგვარად, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მასპინძელი „ნოვი ბეოგრადი“ ტურნირის ყველაზე წარმატებულ კლუბს, „პრო რეკოს“ ფინალში დაუპირისპირდება.