წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „პრო რეკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „პრო რეკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი თბილისის „დინამომ“ იტალიურ „პრო რეკოსთან“ მატჩით გახსნა. თბილისელები ჩემპიონთა ლიგის, წყალბურთში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს ლიგურიაში ესტუმრნენ.

„პრო რეკომ“ ფავორიტის სტატუსი გაამართლა და ოთხივე მეოთხედში „დინამოსთან“ უპირატესობას ფლობდა – 5:2; 5:2; 2:1, 3:1. საბოლოოდ, მატჩი იტალიური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 15:6 დასრულდა.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრაში „ოლიმპიაკოსს“ 6 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს (შეხვედრები შინ და სტუმრად ჩატარდება), ორ-ორი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავა, საიდანაც ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის მონაწილეები გამოვლინდებიან. ის გუნდები კი, რომლებიც ჯგუფში მესამე-მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ, ევროთასზე გადაინაცვლებენ და ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებენ.

6 ოქტომბერი | „დინამო“ – „ოლიმპიაკოსი“

17 ოქტომბერი | „დინამო“ – „დუბროვნიკი“

1 ნოემბერი | „დინამო“ – „პრო რეკო“

22 ნოემბერი | „ოლიმპიაკოსი“ – „დინამო“

6 დეკემბერი | „დუბროვნიკი“ – „დინამო“

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.