წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამო“ „ნოვი ბელგრადთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - „დინამო“ „ნოვი ბელგრადთან“ დამარცხდა #1TVSPORT

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მეექვსე შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონმა სერბეთის ნოვი ბელგრადს უმასპინძლა და 8:17 დამარცხდა.

სერბული გუნდი, ფაქტობრივად, წლეულს სექტემბერში შეიქმნა. კლუბმა ვარსკვლავებს – ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქრო-ვერცხლით დახუნძლულ წყალბურთელებს მოუყარა თავი. თავად განსაჯეთ: „ნოვი ბელგრადის“ ღირსებას იცავს ტოკიოს ოლიმპიადის ხუთი გამარჯვებული: 38 წლის მეკარე გოიკო პიეტლოვიჩისტრაჰინია რაშოვიჩი, დუშან მანდიჩი, ცენტრალური თავდამსხმელი დუშკო პიეტლოვიჩი და ნიკოლა იაკშიჩი.

საინტერესოა ისიც, რომ „ნოვი ბელგრადში“ საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ნიკა შუშიაშვილი თამაშობდა, რომელმაც 3 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში „დინამოს“ 6 ტურში 6 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას 2022 წლის 11 იანვარს უნგრულ „ფერენცვაროშთან“ თბილისში ჩაატარებს.

 


დინამო-ნოვი ბელგრადი 8:17


2:5, 2:3, 2:5, 2:4

გოლები: 0:1 ვლახოპულოსი, 0:2 მანდიჩი, 0:3 ვუჩინიჩი, 1:3 ბითაძე, 1:4 მარტინოვიჩი, 2:4 დადვანი, 2:5 იაკსიჩი, 2:6 ვლახოპულოსი, 3:6 ბითაძე, 4:6 ვაშიჩი, 4:7 პერკოვიჩი, 4:8 დრასოვიჩი, 4:9 გოგოვი, 4:10 შუშიაშვილი, 5:10 დადვანი, 5:11 შუშიაშვილი, 6:11 ელაჩა, 6:12 მანდიჩი, 6:13 ვლახოპულოსი, 6:14 რაშოვიჩი, 6:15 რაშოვიჩი, 7:15 ვაშიჩი, 7:16 შუშიაშვილი, 8:16 იმნაიშვილი, 8:17 დრასოვიჩი.

დინამო თბილისი: რაზმაძე, ტყეშელაშვილი, დადვანი (2 გოლი), იმნაიშვილი (1), ბითაძე (2), ელაჩა (1), ადეიშვილი, სარიჩი, ჯიხციარენკა, მაგრაქველიძე, ვაშიჩი (2), ახვლედიანი, გვეტაძე.