წყალბურთის ჩემპიონატის ფინალში „დინამო“ და „თბილისი“ ითამაშებენ #1TVSPORT
წყალბურთის ჩემპიონატის ფინალში „დინამო“ და „თბილისი“ ითამაშებენ #1TVSPORT

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

„დინამო თბილისი“ „სპორტ მენეჯმენტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 10 ბურთიანი სხვაობით 19:9 დაამარცხა. მატჩის საწყის პერიოდში დინამოელბმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. შემდეგ პერიოდში კი შეხვედრა თანაბრად წარიმართა და გუნდებმა 3-3 გოლი გაცვალეს. დარჩენილ დროში „დინამომ“ მეტოქეს ერთნაირი ანგარიშით, 6:3, 6:3, სძლია და საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება თბილისის „თბილისსა“ და „არენას“ შორის ჩატარდა. მატჩი „თბილისის“ სასარგებლოდ 15:10 დასრულდა.

2022 წლის ჩემპიონი გუნდის ვინაობა 5 მაისს გაირკვევა. ფინალურ შეხვედრაში „დინამო“ „თბილისს“ დაუპირისპირდება. ტურნირს მესამე ადგილოსნის ვინაობას კი „სპორტმენეჯმენტი“ და „არენა“ გაარკვევენ.

5 მაისი

11:00 სპორტ მენეჯმენტი-არენა

12:30 დინამო-თბილისი

შეხვედრები სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ გაიმართება.