წყალბურთი | ზურაბ რურუა - ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგადაა მომზადებული #1TVSPORT
წყალბურთი | ზურაბ რურუა - ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგადაა მომზადებული #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 12 ივნისს სერბეთში მიემგზავრება, სადაც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპს გაივლის.

დღეს ეროვნულმა გუნდმა დიღმის აუზზე მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი ნაკრები სერბეთში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 19 ივნისს კი გუნდი ბუდაპეშტში გადაინაცვლებს და ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ჩვენი ნაკრები ფინალურ ეტაპზე „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

„მიმაჩნია, რომ გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული. ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ ტაქტიკას ვამუშავებთ. ძლიერ ჯგუფში მოვხდით, მაგრამ ბრაზილიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, მონტენეგროს კი დიდი ბრძოლა უნდა გავუმართოთ. იმედია, სერბეთში ჩასატარებელი თამაშები კარგად მომზადებაში დაგვეხმარება“, – განაცხადა წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ზუკა რურუამ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.