წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა თბილისის დინამომ და კვლავ მარცხი განიცადა.
ამჯერად საქართველოს ჩემპიონი სტუმრად ხორვატულ „მლადოსტს“ დაუპირისპირდა და 11-21, დათმო შეხვედრა.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პირველი მატჩიც სტუმრად გამართა და მაშინ ესპანურ „ტერასასთან“ დამარცხდა ანგარიშით 5-9.
მომდევნო მატჩს „დინამო“ უკვე თბილისში, ბუდაპეშტის „ორვოსედიეტემთან“ გამართავს.