წყალბურთი - თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც წააგო
წყალბურთი - თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც წააგო

წყალბურთში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი გამართა თბილისის დინამომ და კვლავ მარცხი განიცადა.

ამჯერად საქართველოს ჩემპიონი სტუმრად ხორვატულ „მლადოსტს“ დაუპირისპირდა და 11-21, დათმო შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პირველი მატჩიც სტუმრად გამართა და მაშინ ესპანურ „ტერასასთან“ დამარცხდა ანგარიშით 5-9.

მომდევნო მატჩს „დინამო“ უკვე თბილისში, ბუდაპეშტის „ორვოსედიეტემთან“ გამართავს.