წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

დღეს, 15 ნოემბერს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი თბილისის „დინამომ“ გახსნა. ქართული კლუბი სახლში, საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ ესპანურ „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდა და 8:14 დამარცხდა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო და პირველი მეოთხედი მეტოქეს 4:2 მოუგო. მეორე პერიოდი ესპანელთა უპირატესობით წარიმართა და „ბარსელონეტა“ 2 ბურთით წინ გავიდა. მოპოვებული უპირატესობა მეტოქემ მესამე პერიოდში განიმტკიცა და საბოლოო ჯამში, თბილისის „დინამო“ 6 ბურთით დამარცხდა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე 29 ნოემბერს „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.