წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩისთვის ემზადება
წყალბურთი - თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩისთვის ემზადება

წყალბურთში 2019/2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები 18-19 ოქრომბერს გაიმართება. თბილისის „დინამო“ ზაგრების „მლადოსტის“ წინააღმდეგ 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ითამაშებს. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. თბილისის „დინამო“ ზაგრებში დღეს დილით გაემგზავრა. მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და წყალბურთელმა მარკო ელაჩამ გააკეთეს.

მარკო ელაჩა (თბილისის დინამოს წყალბურთელი)

„ეს ჩემპიონთა ლიგა არა მარტო თბილისის „დინამოსთვის“ არის პირველი, არამედ ჩვენი კლუბის არა ერთი მოთამაშისთვისაც. შესაბამისად, ამ დონეზე სათამაშოდ ადაპტაციისთვის დრო დაგვჭირდება. წელს „მლადოსტმა“ ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და მათ კედლებში თამაში იოლი არ იქნება. ხორვატებს ძალიან გამოცდილი წყალბურთელები ჰყავთ, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სირთულეები შევუქმნათ“

რეზო ჩომახიძე (თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი )

„ჩვენ წინ ძალიან რთული მატჩი გველის, მლადოსტი გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. შეიძლება ითქვას, რომ უძლიერესი ცენტრფორვარდები ჰყავს ამ ჩემპიონთა ლიგაზე. ზაგრებში არასდროს არის თამაში მარტივი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები აღნიშნულ შეხვედრაში და იმედია, საინტერესო თამაშს ვაჩვენებთ“

მატჩების განრიგი

18 ოქტომბერი

20:00 ოლიმპიაკოსი -სინთეზი ყაზანი

21:00 დუბროვნიკი-ბარსელონეტა

21:00 იადრანი ჰნ – შოლნოკი

22:30 იადრანი სტ- შპანდაუ

19 ოქტომბერი

17:00 ფერენცვაროში-მარსელი

21:00 მლადოსტი -თბილისის დინამო

22:30 ბუდაპეშტი-ვასპო ჰანოვერი

22:30 პრო რეკო-ტერასა