წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონეტასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

დღეს, 9 აპრილს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მე-12 შეხვედრა გამართა და ესპანურ „ბარსელონეტასთან“ სტუმრად 4:18 დამარცხდა.

მატჩი დაძაბულად დაიწყო და მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთით მოახერხეს წინ გასვლა, მეორე პერიოდის დაწყებამდე ჩვენი მეტოქე 3:2-ს იგებდა. მეორე მეოთხედში ესპანურმა გუნდმა სხვაობა 6-მდე გაზარდა და დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში თბილისური გუნდი დაცვაშიც და შეტევაშიც ცუდად გამოიყურებოდა. მეტოქემ 8 უპასუხო ბურთი გაგვიტანა და საბოლოო ჯამში, 14 ბურთით მოიგო.

შემდეგ შეხვედრას თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე 20 აპრილს „იადრანთან“ გამართავს.