წყალბურთი | თბილისის „აპოლო“ ბოლონიის „დე აკერთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა [ფოტო] #1TVSPORT
წყალბურთის კონფერენციის თასზე მორიგი მატჩები გამართეს ქართულმა გუნდებმა. თბილისის „აპოლო“ იტალიის „დე აკერს“ შეხვდა. მატჩი ფრედ დასრულდა 12:12, თუმცა პენალტების სერიაში „დე აკერმა“ 4:3 გაიმარჯვა.
თბილისელთაგან ყველაზე მეტი ვუკსანოვიჩმა და ალექსეევმა გაიტანეს – 3-3 გოლი. ბითაძის ანგარიშზე 2 გოლია.
„დინამო“ სერბეთის „ცრვენა ზვეზდასთან“ დაძაბულ ბრძოლაში 9:11 დამარცხდა. ქართული გუნდიდან 4 გოლით ავერკა გამოირჩა, 3-ით – ბუჩანი, ხოლო 2 გოლი ტყეშელაშვილმა გაიტანა.
კონფერენციის თასზე ხუთგუნდიანი ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო გადის. „აპოლოს“ 2 წაგება, 1 მოგება აქვს და თავის ჯგუფში მესამე ადგილზეა. ხოლო „დინამოს“ ორივე მატჩი წაგებული აქვს.
D ჯგუფი: „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „პოსილიპო“ (იტალია), „სეტე“ (საფრანგეთი), „მატარო“ (ესპანეთი), „დინამო“ (საქართველო).
C ჯგუფი: „მონპელიე“ (საფრანგეთი), „დე აკერი“ (იტალია), „პრიმორიე რიეკა“ (ხორვატია), „ჰონვედი“ (უნგრეთი), „აპოლო“ (საქართველო).
კალენდარი
21 თებერვალი
22:00 მონპელიე – აპოლო
23:30 დინამო – მატარო
22 თებერვალი
12:30 დინამო – სეტე