წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მსოფლიო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩი თურქეთთან გამართა და 19:12 გაიმარჯვა. ეს იყო ღირსეული რევანში ამავე ნაკრებთან ჯგუფურ ეტაპზე დამარცხებისთვის.
ამ მოგებით ქართველები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა (კანადა-უკრაინას შორის გამარჯვებული). მსოფლიო თასზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი შეხვედრის მოგება სჭირდება – მეოთხედფინალის და ნახევარფინალის. მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს ორი ფინალისტი მიიღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი (1 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (3), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (4), ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი (3), გიორგი მესხი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (3), ლუკა ჩიქოვანი, სტეფან პიეშივაცი (2), საბა მაჭავარიანი (1).
წყალბურთში 2026 წლის მსოფლიო თასი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.