წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთლთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში შვეიცარია 29:5 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბომბარდირები ვატო დადვანი გახდა, რომელმც 5 გოლი გაიტანა, 4-4 გოლი ბესიკ ახვლედიანისა და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

საქართველო: რაზმაძე, გვეტაძე – ახვლედიანი (4), დადვანი (5), შუშიაშვილი (3), ტყეშელაშვილი (1), ვასიჩი (2), ადეიშვილი (3), მესხი, ჩიქოვანი (2), იმნაიშვილი (2), მაგრაქველიძე (4), პიეშივაცი (2), ვლჰოვიჩი (1).

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთი 16:9 დაამარცხა და, საქართველოსთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ქართველი წყალბურთელები 11 ივნისს ისრაელს შეხვდებიან. შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.