წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს
თბილისში მიმდინარე იუნიორ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჩვენმა 17-წლამდელებმა მალტის ნაკრები დაამარცხეს და ათეულში ადგილი გაინაღდეს, თუმცა შანსი აქვთ, რომ მეცხრე ადგილი დაიკავონ, რისთვისაც ხვალ ხორვატიის ნაკრებს უნდა მოუგონ.
მატჩი მალტის ნაკრების წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 7-4 მოიგო.
მატჩი საქართველოსა და ხორვატიას შორის ხვალ, 16 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.