წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა. სწორედ ამ შეხვედრას უნდა გაერკვია, რომელი გუნდი დაიკავებდა მეცხრე ადგილს.

საფრანგეთის ნაკრებმა შეხვედრა შედარებით უკეთ წარმართა და 16:13 გაიმარჯვა.

საწყისი ორივე პერიოდი ერთნაირი სხვაობით დასრულდა – 4:2, 6:4 მეტოქის სასარგებლოდ, 10:6 პირველი ტაიმის შემდეგ. ჩვენი გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა.

ასე და ამგვარად, საქართველომ ევროპის ჩემპიონატი მეათე პოზიციაზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური საუკეთესო რვა გუნდს ხვდა წილად.

საქართველო-საფრანგეთი 13:16

4:2, 6:4, 4:4, 2:3

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (1), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვაშიჩი, ადეიშვილი (1), სარიჩი, იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (1), პიეშივაჩი (1), ვლაჰოვიჩი, გვეტაძე.