წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა დუნაბეს თასზე ავსტრალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა დუნაბეს თასზე მეორე მატჩი გამართა და ამჯერადაც მოიგო. ჩვენმა გუნდმა ავსტრალია დამაჯერებლად დაამარცხა – 17:9.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 3:4 წააგეს, რის შემდეგაც თამაში რადიკალურად შემოატრიალეს და მეორე პერიოდის 4:0 მოგების შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
საქართველო: ირაკლი რაზმაძე, საბა ტყეშელაშვილი (2), ვატო დადვანი (1), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი (2), ხვიჩა ჯახაია (2), ჩიქოვანი (2), გიორგი მესხი (1), ველკო ტანკოსიჩი (2), ბესიკ ახვლედიანი (2), სტეფან პიეშივაცი, გიორგი გვეტაძე, საბა მაჭავარიანი.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი კანადასთან გამართა და ისიც მოიგო – 17:11. მესამე შეხვედრა 5 აპრილს კი სლოვაკეთის წინააღმდეგ ელის (13:45 საათზე).
ჩვენი გუნდი მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც მალტაში 7 აპრილს დაიწყება, ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.