წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა აშშ დაამარცხა და მსოფლიო თასზე გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა აშშ დაამარცხა და მსოფლიო თასზე გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამართულ მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ამ ტურნირის მონაწილეთა მთავარი მიზანი მსოფლიოს სუპერფინალში გადასვლა იყო, სადაც 6 საუკეთესო ნაკრები გადიოდა. ვინაიდან ქართველები წინა დღისით იაპონიასთან 18:19 დამარცხდნენ (მეხუთე ადგილისთვის მატჩში), სუპერფინალში გასვლის შანსი დაკარგეს, მე-7 ადგილისთვის კი აშშ-ს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და მისვე გამარჯვებით დასრულდა – 17:12.  ქართველებმა ყველა მეოთხედი მოიგეს და, საბოლოოდ, მსოფლიოს თასი მეშვიდე ადგილზე დაასრულეს.

საქართველო-აშშ 17:12

5:4, 4:3, 3:2, 5:3

მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი მატჩი ჩაატარა:

საქართველო-ხორვატია 11:13

საქართველო-რუმინეთი  24:12

საქართველო-უნგრეთი  10:21

საქართველო-იაპონია  18:19

საქართველო-აშშ  17:12