წყალბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში უკრაინას შეხვდება #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში უკრაინას შეხვდება #1TVSPORT

გაირკვა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში. ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალში ქართველებმა თურქეთის ნაკრები 19:12 დაამარცხეს და მეტოქეს კანადა-უკრაინის წყვილიდან ელოდნენ. ჩვენს გუნდს ჯგუფში კანადელები უკვე დამარცხებული ჰყავდა. მერვედფინალში მათ უკრაინამაც სძლია (17:13) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა 11 აპრილს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

მოგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიოს თასზე მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ორი ფინალისტი მიიღებს.