წყალბურთი | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის მეორე დივიზიონში პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და 16:17 დამარცხდა.
ქართველმა წყალბურთლებმა პირველი მეოთხედი მინიმალური სხვაობით (5:4) მოიგეს, მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა. მატჩის ბედი კი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ჩვენმა წყალბურთელებმა 5:8 დათმეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი, ვატო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, დიშან ვასიჩი, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი, გიორგი მესხი, ველიკო ტანკოსიჩი, ლუკა ჩიქოვანი, სტეფან პიეშივაცი, ანდრია ვლაჰოვიჩი
მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩები 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში გაიმართება. ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ 16 ნაკრები პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:
8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია
9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია.