წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ითამაშებს #1TVSPORT

23:15, 10.07.2025

თურქეთში მიმდინარე 16-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გადასასვლელ მატჩში უნგრეთთან 4:14 დამარცხდა და ბრძოლას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის განაგრძობს.

საქართველოს ნაკრებიდან 2-2 გოლი ლადო რამინიშვილმა და საბა აზარაშვილმა გაიტანეს.

მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ნახევარფინალურ მატჩს ქართველი წყალბურთელები 11 ივლისს გერმანიასთან გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში მეცხრე ადგილისთვის ფინალურ შეხვედრაში ნიდერლანდებსა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მსგავსი