წყალბურთი | მესამე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე - თბილისის „დინამო“ „ვულიაგმენს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
წყალბურთი | მესამე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე - თბილისის „დინამო“ „ვულიაგმენს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონზე მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. დეიან სტანოევიჩის გუნდის მეტოქე ბერძნული „ვულიაგმენი“ იქნება. საქართველოს ჩემპიონმა გუნდმა ჯგუფში ორიდან ორივე მატჩი წააგო, ჯერ „ბარსელონეტასთან“ (8:14) , შემდეგი კი „ოლიმპიაკოსთან“ (9:21).

დღევანდელ დაპირისპირებას „დინამო“ ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებს. რაც შეეხება მეტოქეს, „ვულიაგმენს“ ორიდან ერთი მარცხი აქვს. ბერძნულმა კლუბმა ჯერ „ბარსელონეტასთან“ (7:11) წააგო, შემდეგ კი „რადნიჩკისთან“ ფრედ (9:9) ითამაშა.

„დინამო თბილისისა“ და „ვულიაგმენის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელესკოლაზე იხილავთ.

დინამო თბილისი: ჯაპიაში, კირიაკიდი, ახვლედიანი, ძიხწიარენკო, ტყეშელაშვილი, ვლაჰოვიჩი, ჯახაია, სარიჩი, იმნაიშვილი (კაპიტანი), მაგრაქველიძე, მესხი, პიეშივაცი, გვეტაძე.