წყალბურთი | გაირკვა ქართული გუნდების კალენდარი კონფერენციის ლიგაზე #1TVSPORT
წყალბურთი | გაირკვა ქართული გუნდების კალენდარი კონფერენციის ლიგაზე #1TVSPORT

19 თებერვალს დაიწყება კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წყალბურთში. შეჯიბრებაში ორი ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას – „აპოლო“ და „დინამო“.

ტურნირში 18 გუნდი ჩაერთვება, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, მეოთხეფინალის საგზურს კი ჯგუფის ორი საუკეთესო მოიპოვებს.

D ჯგუფი: „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „პოსილიპო“ (იტალია), „სეტე“ (საფრანგეთი), „მატარო“ (ესპანეთი), „დინამო“ (საქართველო).

C ჯგუფი: „მონპელიე“ (საფრანგეთი), „დე აკერი“ (იტალია), „პრიმორიე რიეკა“ (ხორვატია), „ჰონვედი“ (უნგრეთი), „აპოლო“ (საქართველო).

კალენდარი

19 თებერვალი

21:30 ჰონვედი – აპოლო

22:00 პოსილიპო – დინამო

20 თებერვალი

21:30 აპოლო – პრიმორიე

​21 თებერვალი

12:30 აპოლო – დე აკერი

​12:30 ცრვენა ზვეზდა – დინამო

22:00 მონპელიე – აპოლო

23:30 დინამო – მატარო

22 თებერვალი

12:30 დინამო – სეტე