წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი მომდინარეობს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სლოვენიასთან გამართა. ჯგუფიდან სამი გუნდი გადიოდა და მესამე გამსვლელი ადგილისთვის სწორედ სლოვენია და საქართველო იბრძოდნენ.
ქართველებმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარეს და 22:11 გაიმარჯვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 8:8. მესამე პერიოდი კი ჩვენმა გუნდმა 6:2 მოიგო და თამაშის ბედიც აქ გადაწყდა.
მეორე ეტაპზე შეიქმნება ორი ჯგუფი, საიდანაც გასული ოთხი საუკეთესო ნახევარფინალურ წყვილებს შექმნის. საქართველოს ნაკრები უახლოეს მატჩს 17 იანვარს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სლოვენია-საქართველო 11:22
3:4, 5:4, 2:6, 1:8
საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვასიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაცი (2), ვლაჰოვიჩი (2).