წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თურქეთს ეთამაშება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თურქეთს ეთამაშება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 იანვარს, 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თურქეთსა და საქართველოს ექვსგუნდიან ჯგუფში ჯერ მოგება არ აქვთ და მათი შეხვედრა გაარკვევს, რომელი დაიკავებს ბოლოსწინა, მეხუთე ადგილს.

მეხუთეადგილოსანი საკვალიფიკაციო ეტაპზე მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს, ხოლო მეექვსეადგილოსანი – მეთერთმეტესთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ისტორიული მატჩი 2014 წელს გაიმართა – სწორედ ამ შეხვედრის მოგების შემდეგ მოიპოვა პირველად ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური, თურქეთი ორი მატჩის ჯამში – 8:4, 9:13 დაამარცხა.

ჯგუფს ოთხი მოგებით საბერძნეთი ლიდერობს და ნახევარფინალში გასვლა გარანტირებული აქვს, ხოლო მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა იტალია-ხორვატიის მატჩში გაირვევა, რომელიც დღეს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.