წყალბურთი | დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT
წყალბურთი | დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა #1TVSPORT

18 ივნისს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი წყალბურთში. ისტორიაში პირველად ამ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩვენმა გუნდმა რუსეთი ჩაანაცვლა.

დღეს, 12 აპრილს, 20:45 საათზე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა, 16 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა. თითო ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო ორ-ორი გუნდი გავა და შედგება მეოთხედფინალური წყვილები.

წილისყრის წინ გუნდები კალათებში ასე განაწილდა:

1 კალათა: სერბეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ესპანეთი.

2 კალათა: მონტენეგრო, აშშ, კანადა, ხორვატია.

3 კალათა: ბრაზილია, იტალია, გერმანია, ავსტრალია.

4 კალათა: სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, იაპონია, საქართველო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატიც ელის, რომელიც აგვისტოში დაიწყება.