წყალბურთი | ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე შეხვედრას გამართავს - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მეორე შეხვედრას გამართავს - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი მასპინძლობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრა 21 ივნისს ბრაზილიასთან გამართა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ, ისტორიულ მატჩში გამარჯვება იზეიმა – 14:10.

ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე მონტენეგროს ეროვნული გუნდია. მატჩი თბილისის დროით 21:20 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:  ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკი,  ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

წყალბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი

23 ივნისი (ხუთშაბათი)

21:20 საქართველო-მონტენეგრო

25 ივნისი  (შაბათი)

23:00 უნგრეთი-საქართველო