წყალბურთი | „აპოლომ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
თბილისში, „ოლიმპიკის“ საწყლოსნო აუზში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშებაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „აპოლო“ იტალიის „ბრეშას“ შეხვდა და 17:21 დამარცხდა.
თამაში თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველი ტაიმი თბილისელებმა მოიგეს (10:9). მატჩის ბოლომდე უპირატესობას ინარჩუნებდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში „ბრეშა“ უკეთესი იყო და გამარჯვებასაც მიაღწია.
საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ბურთი ნიკოლა მოსკოვმა გაიტანა – 6 გოლი.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
იგორ ჩირკოვი, ვუკ დრაშკოვიჩი (1 გოლი), სრდან ვუკსანოვიჩი (3), საბა ტყეშელაშვილი, ანდრია ბითაძე (3), დუშან ვასიჩი, ხვიჩა ჯახაია, ფილიპ გარდაშევიჩი, ნემანია ვიცო (1), ნიკოლა მოსკოვი (6), მარტინ გარდაშევიჩი, ლაზერ სტეპანოვიჩი, დმიტრი ალექსეევი (2), მატია სლადოვიჩი.
B ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა – „საბადელმა“ „ბუდვა“ 20:12 დაამარცხა.
„აპოლო“ მესამე ტურის შეხვედრას 20 სექტემბერს, 19:00 საათზე „საბადლთან“ გამართავს, მანამდე, 17:00 საათზე „ბრეშა“ „ბუდვას“ დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.