წყალბურთი | „აპოლომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „ბუდვა“ დაამარცხა #1TVSPORT
თბილისში, „ოლიმპიკის“ საწყლოსნო აუზში დაიწყო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გათამაშება წყალბურთში, რომელშიც საქართველოს ჩემპიონ „აპოლოსთან“ ერთად, B ჯგუფში „ბუდვა“ (მონტენეგრო), „ბრეშა“ (იტალია) და „საბადელი“ (ესპანეთი) მონაწილეობენ.
პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონი „ბუდვას“ შეხვდა და მეტოქე 19:16 დაამარცხა.
თამაში თანაბრ ბრძოლაში წარიმართა, პირველი ტაიმი მონტენეგროელებმა ერთი ბურთის სხვაობით (9:8) მოიგეს.
მეორე ნახევარში „აპოლო“ გააქტიურდა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაში საბოლოოდ საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ბურთი ვუკ დრაშკოვიჩმა გაიტანა.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
იგორ ჩირკოვი, ვუკ დრაშკოვიჩი (6 გოლი), სრდან ვუკსანოვიჩი (3), საბა ტყეშელაშვილი (1), ანდრია ბითაძე (1), დუშან ვასიჩი, ხვიჩა ჯახაია, ფილიპ გარდაშევიჩი (1), ნემანია ვიცო, ნიკოლა მოსკოვი (1), მარტინ გარდაშევიჩი (2), ლაზერ სტეპანოვიჩი, დმიტრი ალექსეევი (2), მატია სლადოვიჩი (2)
B ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა – „ბრეშამ“ დაძაბულ ბრძოლაში „საბადელი“ მინიმალური ანგარიშით, 16:15 დაამარცხა.
„აპოლო“ მეორე ტურის შეხვედრას 19 სექტემბერს, 19:00 საათზე „ბრეშასთან“ გამართავს, მანამდე, 17:00 საათზე „საბადელი“ ბუდვას“ დაუპირისპირდება – ჩემპიონთა ლიგის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.