წყალბურთი | „აპოლო“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა და ბრძოლას ევროთასზე განაგრძობს #1TVSPORT
თბილისში, „ოლიმპიკის“ საწყლოსნო აუზში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მესამე ტურის მატჩში თბილისის „აპოლო“ ესპანეთის „საბადელთან“ 12:22 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა – საქართველოს ჩემპიონი ბრძოლას ევროთასზე განაგრძობს.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
იგორ ჩირკოვი, სრდან ვუკსანოვიჩი (2), ანდრია ბითაძე (1 გოლი), დუშან ვასიჩი (1), ხვიჩა ჯახაია, ფილიპ გარდაშევიჩი (5), ნამანია ვიცო, ნიკოლა მოსკოვი (2), დრაგოლუბ როგაჩი, მარტინ გარდააშევიჩი, ლაზარ სტეპანოვიჩი, დმიტრი ალექსეევი, მატია სლადოვიჩი (1).
თბილისში გამართულ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური „ბრეშამ“ და „საბადელმა“ მოიპოვეს.
ამ მარცხის მიუხედავად, „აპოლო“ ევროტურნირებზე ბრძოლას განაგრძობს – საქართველოს ჩემპიონი ევროთასზე ითამაშებს, სადაც კიდევ ერთი ქართული გუნდი, თბილისის „დინამო“ მიიღებს მონაწილეობას.
ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 9-11 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ჯგუფური ეტაპის მატჩები კი 29 ოქტომბერს აიღებს სტარტს.