Washington Post - მწვანე ბარათის მფლობელ ახალწვეულებს პენტაგონი შეამოწმებს
ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ცნობით, ე.წ. მწვანე ბარათების მფლობელ ახალწვეულებს პენტაგონი შეამოწმებს. როგორც იუწყებიან, ახალი წესები 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონში შემუშავებული გეგმის მიხედვით, პენტაგონი შეამოწმებს იმ ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელ ახალწვეულებს, რომელთაც ნათესავები საზღვარგარეთ ჰყავთ.
„ამ ზომების მიღება განპირობებულია კონტრდაზვერევის მოთხოვნითა და ტერორისტული საფრთხით“, – ნათქვამია Washingron Post-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში.
Washington Post-ის ცნობით, ახალი წესები 15 თებერვლიდან შევა ძალაში. შემოწმება წელიწადში 1000 ადამიანს შეეხება. მათ შორის იქნებიან ის სამხედროები, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქორწინდება, ან ჰყავთ ნათესავები, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. პენტაგონი ასევე შეამოწმებს იმ ახალწვეულბს, ვინც ბოლო სამი წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.