წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ნიკა მელიას 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ნიკა მელიას 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 11 ივნისის საპროტესტო აქციას, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მართავდა.

ნიკა მელიას განმარტებით, მისი დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.