წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა განაცხადების მიღება და კანდიდატთა შერჩევა დაიწყო.

სამხედრო აღრიცხვაზე მყოფმა პირებმა განაცხადის შემოტანისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: მიწერის მოწმობა (შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან); საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდეგ.

განაცხადის მიღება წარმოებს როგორც ელ.ფოსტით – [email protected], ასევე მისამართზე: თბილისი, 9 აპრილის N2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 92 16 31 + შიდა (44 22)“, – აცხადებენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.