წვევამდელი ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ
წვევამდელი ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულის მკვიდრი, 19 წლის ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფაზუმ გახრამანოვი ხუთი თვეა, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მსახურობს. მისი თქმით, შემთხვევა 9 მარტს მოხდა და მას ხუთი ჯარისკაცი და სერჟანტი ფიზიკურად გაუსწორდა.

გახრამანოვის მტკიცებით, ჯარისკაცებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს და რადგან თანხა არ ჰქონდა, საკრედიტო ბარათი წაართვეს.

წვევამდელი ამ დროისთვის გამოკვლევაზე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხზე კომენტარი კრწანისის სამხედრო ბაზაზე გაკეთდება.