საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართა წვევამდელების ფიცის დადება.
რეკრუტთა პიარდმა შემადგენლობამ სამშობლოსა და ერის წინაშე საზეიმოდ დადეს ფიცი, რითაც ოფიციალურად შეუერთდნენ საქართველოს თავდაცვის ძალებს.
თბილისის გარდა, წვევამდელებმა ფიცი დადეს ქვემო ქართლში, დმანისის ნაქალაქართან; ასევე კახეთში, ჩოლოყაშვილთა საგვარეულო ციხეში; ხევსურეთში, გუდანის ჯვართან; გურიაში, შემოქმედის ტაძართან; ფოთში.