წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ბათუმში მდებარე წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

რესტორნის დირექტორის, ლია აბულაძის განცხადებით, ინფიცირებული მიმტანების ხელმძღვანელია, რომელიც ცხელების ცენტრში 7 სექტემბერს გადაიყვანეს, ვირუსი კი გუშინ დაუდასტურდა.

ლია აბულაძის განცხადებით, წვეულებათა სახლ „აჭარაში“ 6 სექტემბერს 200-კაციანი ქორწილი იყო.

როგორც აბულაძემ აღნიშნა, რესტორნის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

ამასთან, დირექტორის თქმით, პირს რომელსაც „კოვიდი“ დაუდასტურდა სტუმრებთან უშუალო შემხებლობაში არ ყოფილა.

„გუშინ მოვიდა „პისიარ“ ტესტის პასუხი – ორმხრივი პნევმონია და „კოვიდ-19“. როცა ეს ინფორმაცია გავიგეთ და დამირეკა, მაშინვე გავაუქმე ყველა ჯავშანი .

ადგილზე ჩატარდა დეზინფექცია. ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი და ველოდებით პასუხს. 19-ს გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაახლოებით 16-ს დღეს.

რაც შეეხება კომუნიკაციას, ეს პირი სამზარეულოშიც შედიოდა და ყველასთან ჰქონდა კომუნიკაცია. წინა დღეს, 6 რიცხცში იყო ორასკაციანი ქორწილი. უშუალო კომუნიკაცია მას სტუმრებთან არ ჰქონდა, მას ძირითადად მიმტანებთან ჰქონდა კომუნიკაცია. მიმტანების ხელმძღვანელი იყო და მითითებებს აძლევდა“, – განაცხადა აბულაძემ.

წვეულებათა სახლმა „აჭარამ“ ყველა ჯავშანი გააუქმა და ამ დროისთვის რესტორანი დახურულია.