წურწუმია, აბულაძე და ხეცურიანი მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ #1TVSPORT
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ) მსოფლიოს ნაკრებში იჭიდავებენ.
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) ნაკრების განაცხადი 2022 წლის შემაჯამებელი პრესტიჟული შეჯიბრებისთვის – მსოფლიოს თასისთვის გამოაქვეყნა.
მსოფლიოს თასი ტრადიციული გუნდური ტურნირია, რომელშიც სეზონის გამორჩეული ნაკრებები და სპორტსმენები მონაწილეობენ.
შეჯიბრებას 5-6 ნოემბერს ბაქო უმასპინძლებს.