WTA-ის შემაჯამებელი ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია
WTA-ის შემაჯამებელი ტურნირზე ყველა ნახევარფინალისტი გარკვეულია

სინგაპურში WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბოლო ტურის მატჩები გაიმართა წითელ ჯგუფში. პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა პირველი სეტი მოუგო იაპონელ ნაომი ოსაკას – 6:3, რის შემდეგაც აზიელმა ტრავმის გამო თამაში აღარ გააგრძელა და სამი წაგებით დაასრულა გამოსვლა.

მეორე მატჩში ამერიკელმა სლოან სტივენსმა 15 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა გერმანელი ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ, ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ორჯერ წააგო საკუთარი გეიმი და იოლად მოიგო – 6:3, 6:3.

სტივენსმა სამიდან სამი მოგებით პირველ ადგილზე დაასრულა წითელი ჯგუფი. ორი მოგებით მეორეზე ბერტენსი გავიდა. ასე რომ, წითელ ჯგუფში ჩარჩნენ “დიდი სლემის” ტურნირის მოქმედი ჩემპიონები: ოსაკამ წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, კერბერმა – უიმბლდონი.

შაბათს ნახევარფინალებში ითამაშებენ:

ელინა სვიტოლინა – კიკი ბერტენსი
სლოვან სტივენსი – კაროლინა პლიშკოვა