წნორში, სასაწყობე მეურნეობაში ხანძარია
წნორში, სასაწყობე მეურნეობაში ხანძარია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სასაწყობე მეურნეობაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაში არსებული ფართი ინდოელებს ეკუთვნით. საწყობს ფერმერები მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესანახად იყენებდნენ.

სასაწყობე ფართში ფერმერებს ახლად აღებული ქერის მარცვლეული და მცირე რაოდენობის ხორბალი ჰქონდათ დაბინავებული. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია 30 ტონამდე მარცვლეული და სასფლო- სამეურნეო ტექნიკის ნაწილი.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი.