წნორში მკვლელობა მოხდა
წნორში მკვლელობა მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დისშვილმა დეიდა სავარაუდოდ თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

მეზობლების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და დეიდას ფულის გამოძალვის მიზნით აკითხავდა.

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.