წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
წნორში დეიდის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა. მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაითვალისწინა და 26 წლის ილია გურაშვილი პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა, გია ფარადაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული ილია გურაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ილია გურაშვილის მიმართ საქმე 109-ე მუხლის მესამე ნაწილითა არის აღძრული და გამოძიება მას ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

ილია გურაშვილმა 2 იანვარს წნორში საკუთარი დეიდა, 50 წლის ირინა ხაილოვა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. მისი სახლიდან კი, ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. ჩადენილი დანაშაული 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს