წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამავე მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ დაშავებული პოლიციელი წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, მიღებული მძიმე დაზიანებების გამო, კატასტროფის ცენტრის რეანომობილით მამაკაცი თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.