წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ჯერ კედელს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავდა მანქანაში მჯდომი 18 წლის მგზავრი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.