წნორში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
წნორში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

წნორი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ჰერეთისკართან ავარია მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ერთმანეთს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. სამივე გარდაცვლილი მსუბუქი ავტომობილის მგზავრია. ამავე ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.