წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა
წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს „ფორდის“ მარკის სამგზავრო ავტომობილი და „ნისანის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა წნორის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის განმარტებით, ორივე დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.