წმინდა სინოდის სხდომა დღეს გაიმართება

07:48, 21.06.2018

წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე გაიმართება.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ტარდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება. 2017 წელს სინოდის სხდომა 9 მარტს და 11 ოქტომბერს გაიმართა.

მსგავსი