წმინდა სინოდი -​ აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მის ქმედებებს
წმინდა სინოდი -​ აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მის ქმედებებს

აკრძალვაში მყოფი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) ბოროტად იყენებს სინანულისთვის მიცემულ ვადას, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მის ქმედებებს, – – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

დატოვე კომენტარი