წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობას ზეიმობენ
წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობას ზეიმობენ

ქრისტეშობას ზეიმობენ ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში. ქრისტეშობის ღამე აქ ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია. ამ დღეს საგანგებოდ ირთვება ტაძარი და სადღესასწაულო რიტუალიც განსხვავებულად მიმდინარეობს.

პროტესტანტები ქრისტეშობისთვის ერთი თვით ადრე იწყებენ მზადებას და თვის განმავლობაში ყოველი კვირის დასაწყისში სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობით ახალ სანთელს ანთებენ.

„დიდი ხნით ადრე ვიწყებთ ქრისტეშობისთვის, ამ უდიდესი დღესასწაულისთვის მზადებას. ეს მზადება გამოიხატება არა გარეგნულ ფორმებსა და ტაძრის მოკაზმვაში, არამედ, პირველ რიგში, ეს სულიერ სამზადისს გულისხმობს. ყველას ვულოცავ“, – ამბობს პროტესტანტული ტაძრის წინამძღვარი ვარლამ რამიშვილი.

პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს. საშობაო წირვა დილამდე გაგრძელდება.

შობას ზეიმობენ ასევე ბათუმის კათოლიკურ ტაძარშიც.