წმინდა პეტრეს მოედანზე, პირდაპირ ეთერში, რომის პაპის საგანგებო მიმართვას 11 მილიონი ადამიანი უყურებდა
წმინდა პეტრეს მოედანზე, პირდაპირ ეთერში, რომის პაპის საგანგებო მიმართვას 11 მილიონი ადამიანი უყურებდა

წმინდა პეტრეს მოედანზე, პირდაპირ ეთერში, რომის პაპის საგანგებო მიმართვას ინტერნეტის საშუალებით 11 მილიონი ადამიანი უყურებდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე საგანგებო ლოცვა აღავლინა.

„ურბი ეტ ორბი“, – ამ მიმართვას, როგორც წესი, ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვა ხალხის გარეშე ჩატარდა.

ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით ხდება.