წმინდა გიორგის ბარელიეფი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას დაუბრუნდა
წმინდა გიორგის ბარელიეფი ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას დაუბრუნდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში, ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა ძალოსნობაში ლაშა ტალახაძემ წმინდა გიორგის ბარელიეფი აიტანა.

ბარელიეფი, რომელიც ქორეთის სკოლის მუზეუმში წლების მანძილზე ინახებოდა, მშობლიურ ტაძარს დაუბრუნდა. მეცხრე საუკუნის მონასტერი 1991 წლის 29 აპრილს მიწისძვრის დროს დაინგრა.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. სამუშაოებს კომპანია შპს „არქიტექსი“ აწარმოებს. მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მშენებლობის პირველი ეტაპი 2020 წელს დასრულდება.

ლაშა ტალახაძესთან ერთად ჯრუჭის მონასტერში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავიდნენ.

დატოვე კომენტარი